Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2021–2022  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ვადისა და დაცვის კომისიის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21–ე მუხლის მე–6 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 13 თებერვლის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე ვბრძანებ:

1) განისაზღვროს  2021–2022  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების  დაცვის  ვადა  23 დეკემბერი 2021 წელი (სამაგისტრო პროგრამის „მედია და ახალი ტექნოლოგიები“ აკრედიტაციის ვადის  ა.წ. 31 დეკემბერს ამოწურვასთან დაკავშირებით)

2) შეიქმნას 2021–2022  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია  შემდეგი შემადგენლობით: მედია და ახალი ტექნოლოგიები

  1.   ნანული ტალახაძე- ასოცირებული პროფესორი, კომისიის  თავმჯდომარე
  2.  ნინო ჭალაგანიძე –ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი
  3. ხათუნა კაჭარავა -  ასოცირებული პროფესორი
  4. მაია ტორაძე - ასოცირებული პროფესორი
  5. თამარ ბელქანია - ასისტენტ პროფესორი

3) ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ  პირთათვის ბრძანების გაცნობა

4) ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.